ქუთაისის მერიაში ვითხოვთ ცვლილებებს - "სამოქალაქო სოლიდარობის" აქცია მერიის წინ
ქუთაისის მერის ვაკანტურ ადგილზე კონკურსის გამოცხადებას მოითხოვენ. აღნიშნული მოთხვნა ამ დროისთვის ქუთაისის მერიის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქოს სოლიდარობის" წარმომადგენლებმა გაახმოვანეს.
"სამოქალაქო სოლიდარობის წარმომადგენლები თვლიან, რომ ქუთაისს არჩევნების შედეგები არ დასტყობია.
"ქალაქს ისევ ის გუნდი მართავს, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია. ქალაქს ისევ გოჩა თევდორაძის კლანი მმართვას. მერიაში თუკი ცვლილები არ გატარდა "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებში წააგებს", - განაცხადა აქციაზე "სამოქალაქო სოლიდარობის" წარმომადგენელმა კახაბერ ჩახუნაშვილმა.
"სამოქალაქო სოლიდარობის" წარმომადგენლები თვლიან, რომ აღნიშნული აქცია არის ერთგვარი შეფხიზლება "ქართული ოცნების", რათა ქუთაისში ცვლილებები გატარდეს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა