|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 7 ნოემბრის მოვლენების გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ

ქუთაისში, 2007 წლის 7 ნომერის მოვლენებიდან 5 წლისთავი აღნიშნეს. პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს"  წარმომადგენლებმა ქალაქის მერიის წინ ახალ ხელისუფლებას, 7 target="_blank" ნოემბრის მოვლენების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოსთხოვეს. 

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის  ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას განმარტებით, 7 ნოემბრის ქციაში ისიც მონაწილეობდა.
"მაშინ ვიდექი არა როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, არამედ, როგორც რიგითი მოქალაქე. მეც მომხვდა დურბინდი და გაზი, რომლითაც აქციის მონაწილეები დაშალეს. ეს იყო თავისუფალი სიტყვის ხელყოფა ვანდალური ფაქტით", - განაცხადა გოგი წულაიამ.  
"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელბის მოთხოვნით, "აქციის  დაშლის ორგანიზატორები უნადა დაისაჯონ. რადგან, ამ ადამიანემა ქართველი ხალხის სისხლის გუბე დააყენს. ასევე ათობით ადამიანი სამუდამოდ დააინვალიდეს", - აღნიშნა წულაიამ. 

ავტორი: თეკლა მორგოშია