ორშაბათი, 16 ივნისი, 2025 წელი 05:19:00
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

4 ქართველი ბიჭი თავს დამესხა – რას აცხადებს წერეთლის უნივერსიტეტში ნაცემი ნიგერიელი სტუდენტი?

ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტის შედეგად ნაცემი ნიგერიელი სტუდენტის საქმე დღემდე გამოუძიებელია.

ცემის ფაქტზე ნიგერიელი სტუდენტი ჯივა აბიოდუნი newpress.ge–სთან საუბრობს: „უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი,  როდესაც 4 ქართველი ბიჭი უმიზეზოდ თავს დამესხა. კართან ერთ–ერთმა ხელი დამარტყა და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა,“ – ამბობს ჯივა აბიოდუნი.

ნიგერიელი სტუდენტი ყვება, რომ უნივერსიტეტის დაცვა  ყველაფერს ხედავდა. „ თუმცა, არაფერი გააკეთა, იდგა და ამ ყველაფერს მშვიდად უყურებდა.  როდესაც  მე და ჩემმა მეგობარმა, იდაჰ ტიმოტიმ პატრული გამოვიძახეთ, ის ბიჭები გაიქცნენ. პატრულმა კი ისინი დღემდე ვერ ან არ იპოვა“, – ამბობს  სტუდენტი.

უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლები newpress.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ ინციდენტის დღეს მორიგე თანამშრომელი სხვა ობიექტზეა გადაყვანილი და მომხდარის თაობაზე  მათ სხვა ინფორმაცია არ აქვთ.

„სხვა დროსაც ყოფილა ასეთი შემთხვევები, სხვა ბიჭების მხრიდან, ისინი ძალიან უხეშები არიან“– აცხადებს ნაცემი ნიგერიელი სტუდენტის მეგობარი, იდაჰ ტიმოტი.

„მიუხედავად ამ შემთხვევებისა, მაინც მოგვწონს ჩვენ საქართველო და ქართველები. ყველანი ერთნაირები არ არიან, მაგრამ უმრავლესობა რასისტია. გვინდა გაიგონ ქართველებმა, რომ ჩვენ ცუდები არ ვართ, იმის გამო რომ შავკანიანები ვართ და აზრი შეიცვალონ ჩვენზე“– ამბობს ჯივა აბიოდუნი.

წერეთლის უნივერსიტეტში ნიგერიელი სტუდენტის ცემის ფაქტი მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მოხდა.

newpress.ge აგრძელებს თემაზე მუშაობას.

ავტორი: თამუნა ადეიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა