როგორ "ალაგებდა სიტუაციას" გოჩა თევდორაძე ქუთაისის მერიის წინ
რამდენიმე წუთის წინ, შელაპარაკება მოხდა ქუთაისის მერიის წინ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გოჩა თევდორაძეს, "ქართული ოცნებისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო სოლიდარობის" წარმომადგენლებს შორის.
მერიის შენობასთან "ქართული ოცნებისა" და "სამოქალაქო სოლიდარობის" წარმომადგენლები გოჩა თევდორაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით იმყოფებოდნენ.
მხარეებს შორის ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებთან თავად გოჩა თევდორაძე "სიტუაციის ასახსნელად" მივიდა.
"მე რა შუაში ვარ, როდესაც გადაწყვეტილებას ქუთაისის საკრებულო და მერია იღებს. ეს კარგად უნდა გაიგოთ," - ასე უხსნიდა თევდორაძე მის წინააღმდეგ გამოსულ აქციის მონაწილეებს.
რამდენიმე წუთიანი ხმამაღალი საუბრისა და ადგილზე მედიის წარმომადგენლების მისვლის შემდეგ, მხარეები დაიშალნენ.
"თევდორაძეს უნდა გამოგვიწვიოს, ამიტომაც თავი ავარიდე. თურმე, ის ქალაქს არ მართავს, უმუშევარია. ვაპირებ მის დასახმარებლად მერიაში 500 ლარიანი დახმარების მისაღებად განცხადება შევიტანო," - განმარტა "სამოქალაქო სოლიდარობის" წარმომადგენლმა, კახა ჩახუნაშვილმა.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა