|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განმარტება ნიგერიელი სტუდენტის ცემასთან დაკავშირებით

ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში 4 ქართველი ბიჭის მიერ ნიგერიელი სტუდენტის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდება. უნივერსიტეტში იმასაც ამბობენ, რომ რასობრივი ნიშნით სტუდენტის ცემის  ფაქტი პირველად მოხდა.
„ჩვენ არ ვიცით ზუსტი მიზეზი ამ ჩხუბის,  მაგრამ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება. ხოლო რაც შეეხება იმ ბიჭების ვინაობას, რომლებმაც ნიგერიელი სტუდენტი სცემეს, ჩვენთვის ეს ინფორმაცია უცნობია,“ – ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, შალვა კირთაძე.
უნივერისტეტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ნიგერიელ სტუდენტებს  ძალიან კარგი პირობები აქვთ. „ამიტომაც არიან აქ. ზოგადად ქუთაისში მეგობეული გარემოა და რასისზმის გამოვლინებაც მინიმალურია. ამ ამბავმა კი უკვე ჩაიარა,“ –  განაცხადა შალვა კირთაძემ.
წერეთლის უნივერსიტეტში ნიგერიელი სტუდენტის ცემის ფაქტი მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მოხდა.  ცემის ფაქტზე ნიგერიელი სტუდენტი ჯივა აბიოდუნი newpress.ge–სთან საუბრობს.


ავტორი: თამუნა ადეიშვილი