|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის კონკურსიდან მოხსნილი მონაწილე – ამ საქმეს ასე არ დავტოვებ

ქუთასის მერიის მიერ სამსახურის უფროსებისა და მათი მოადგილეების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსიდან ერთ-ერთი მონაწილე, მანანა მანაგაძე მოხსნეს.

მანაგაძის ინფორმაციით (რომელიც კონკურსში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად  მონაწილეობდა), კონურსიდან მოხსნის სავარაუდო მიზეზი დოკუმენტაციის არასწორად წარდგენაა.
"ძალიან არ მინდა დავიჯერო, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას არ ეყო გონიერება და მართლა მოგვხსნა კონკურსში მონაწილეები კონკურსიდან მხოლოდ იმ აბსურდული მიზეზით, რომ СV-სთან ერთად არ წარვადგინეთ ხელნაწერი ავტობიოგრაფია. მინდა შევახსენო ღრმად პატივცემულ კომისიას, რომ СV თანამედროვე ავტობიოგრაფიაა და ამდენად ორი ერთიდაიგივე დოკუმენტის წარმოდგენის აუცილებლება არ არსებობდა", – ამბობს არასამთავრობო  ორგანიზაცია სამოქალაქო დაცვის ცენტრის "არგუსის" დირექტორი, მანანა მანაგაძე. მისი თქმით, მას ამ დროისთვის კონკურსიდან მოხსნის მიზეზი ოფიციალურდ არ მიუღია.
"თუკი ავტობიოგრაფიის არ არსებობის გამო მომხსნეს კონკურსიდან, ამ საქმეს ასე არ დავტოვებ", – ამბობს newpress.ge  –სთან საუბარში მანანა მანაგაძე.

ავტორი: თეკლა მორგოშია