newpress-ის მიერ გავრცელებული ნიგერიელი სტუდენტის ცემის ფაქტით "იდენტობა" დაინტერესდა
ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში ნიგერიელი სტუდენტის ცემის ფაქტით, რომელიც newpress.ge-მ გაავრცელა, ორგანიზაცია "იდენტობა" დაინტერესდა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტის გამო, ნიგერიელი სტუდენტისათვის იურიდიული დახმარების გაწევა სურთ.
"ჩვენი ორგანიზაცია რასიზმის მსხვერპლებზე მუშაობს. გვინდა, რომ ნაცემ ნიგერიელ სტუდენტს უფასო იურიდიული დახმარება გავუწიოთ," - აცხადებენ ორგანიზაცია "იდენტობა"-ში.
წერეთლის უნივერსიტეტში ნიგერიელი სტუდენტის ცემის ფაქტი მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მოხდა. ცემის ფაქტზე ნიგერიელი სტუდენტი ჯივა აბიოდუნი newpress.ge–სთან საუბრობს.
მომხდარს სოციალურ ქსელ facebook-ში მწვავე რეაქცია და არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
რასისტულ ძალადობას პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძეც ეხმაურება, რომელიც facebook-ის საკუთარ გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ პოსტს - "დიახ, ჩვენ ზანგები ვართ - Say No to Racism!" - სწორედ ქუთაისში მომხდარი ფაქტით იწყებს:
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




16:44
10:53
16:34
















