|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრება მომავალ კვირას დაიწყება

ქუთაისის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე მსურველთა დოკუმენტაციის განხილვა დღეს დასრულდება. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის განმარტებით, დღესვე ცნობილი გახდება თუ რამდენი ადამიანი გადავა გასაუბრების ეტაპზე, რომელიც მომდევნო კვირაში დაიწყება. 

ვაკანტურ თანამდებობების დასაკავებლად კონკურში გადამსვლელთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე 59–ე სხდომაზე დღეს დაამტკიცა. 
როგორც თამაზ მარგველაშვილმა განაცხადა, კონკურსში მონაწილეებისათვის საერთო მოთხოვნების გარდა, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც აუცილებელია.
"მაღალ დონეზე ჩავატაროთ კონკურსი და მოხდეს კვალიფიცირებული კადრების შერჩევა," – განაცხადა თამაზ მარგველაშვილმა.
აღსანიშვანია, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სხდომათა დარბაზის ნაცვლად, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში გაიმართა და მას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არ დასწრებიან.    

ავტორი: დეა მანაგაძე