|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნაცემი ნიგერიელი სტუდენტის თანამემამულე - რასიზმი უმეცრების თავშესაფარია

ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში ნიგერიელი სტუდენტების ცემის ფაქტს, რომელიც newpress.ge-მ გაავრცელა, ეხმაურება ნაცემი სტუდენტის თანამემამულე, პვესტ უდუეზიე. ის კომენტარს newpress-ის facebook-ის გვერდზე აქვეყნებს და ნაცემ სტუდენტს სიმხნევისკენ მოუწოდებს. თუმცა იგი მიმართვის პირველივე ნაწილში დაზარალებულ სტუდენტს მოუწოდებს, რომ პოლიცას არ მიმართოს:

„თქვენ რომც განაცხადოთ პოლიციაში, ისინი თქვენ სერიოზულად არასდროს აღგიქვამენ. მე წინააღმდეგი ვარ იმ მოსაზრების, რომ ადამიანი იმდენად მტკიცე კავშირშია რასიზმისა და ომის სიბნელესთან, რომ  ძმობისა და მშვიდობის ნათელი ვერასდროს იქცევა რეალობად. ვფიქრობ, რომ სიმართლე და უპირობო სიყვარული ბოლო სიტყვას იტყვის. რასიზმი ეს არის უმეცრების თავშესაფარი. იგი ყოფს და ანგრევს. იგი მტერია თავისუფლების".

ნაცემი სტუდენტის თანამემამულე  წუხს იმის გამო რაც მოხდა და მოუწოდებს ნიგერიელ სტუდენტს: „თქვენ ძლიერი უნდა იყოთ, რადგან ჩვენ არასდროს დავმარცხდებით,“ - წერს პვესტ უდუეზიე.

წერეთლის უნივერსიტეტში ნიგერიელი სტუდენტის ცემის ფაქტი მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მოხდა.  ცემის ფაქტზე ნიგერიელი სტუდენტი ჯივა აბიოდუნი newpress.ge–სთან საუბრობს.

მომხდარს სოციალურ ქსელ facebook-ში მწვავე რეაქცია და არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. 

რასისტულ ძალადობას პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძეც ეხმაურება, რომელიც facebook-ის საკუთარ გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ პოსტს - "დიახ, ჩვენ ზანგები ვართ - Say No to Racism!"  -  სწორედ ქუთაისში მომხდარი ფაქტით იწყებს.

წერეთლის უნივერსიტეტში  ნიგერიელი სტუდენტის ცემის ფაქტით ორგანიზაცია "იდენტობა" დაინტერესდა.


ავტორი: ნიუპრესი