ირაკლი მელაშვილი ქუთაისზე – კარგად ვიცი, რამდენიმე ნაძირალა მთელი ქალაქის ქონებას აპრივატებს
საქართველოს პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი newpress.ges–სთან საუბარში ეხმაურება მის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქუთაისის თვითმმართველობის საკითხებში ის უხეშად ერევა.
მელაშვილის განმარტებით, ქუთაისი ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა
წლების განმავლობაში მხოლოდ საკუთარი გაუკუღმართებული ბიზნესის-პოლიტიკური ინტერესების დაპირისპირებებისა და გარიგებების პოლიგონად აქციეს.
"მეც ვკითხულობ ჩემზე მაგ ამბებს და თან ვხალისობ და თან ვბრაზდები. თურმე გია შარაბიძე მერად დამინიშნავს. ენას ძვალი არ აქვს. ძალიან კარგად ვიცი რომ რამდენიმე ნაძირალა მთელი ქალაქის ქონებას აპრივატებს და თან ხმებს ავრცელებენ რომ მე ვერევი ამ საქმეებში. როცა ჩავერევი ნამდვილად დამინახავთ და გარწმუნებთ, არ დავიმალები. მანდ რა უმსგავსობაც ხდება კარგად ვიცი და ძალიან გული მტკივა. ერთს გეტყვით - აუცილებლად შეიცვლება მანდ სიტუაცია და ძალიან მალე!“, – აცხადებს newpress.ge-სთან საუბარში ირაკლი მელაშვილი.

ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა