ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ამფითეატრი გაიხსნა
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ამფითეატრი გაიხსნა.
ამფითეატრის გახნა მუსიკალური საღამოს ფონზე მოხდა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე, თბილისიდან მოწვეული მომღერლები.
ბოტანიკური ბაღის დირექტორის ამირან ხვადაგიანის თქმით, ამფითეატრი ბაღის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ორსაუკუნოვან ისტორიას ითვლის. მისი შექმნის ინიციატორი გენერალ-გუბერნატორი ბელიავსკი იყო. ბაღს წლების განმავლობაში მართავდა შოტლანდიელი იაკობ მარი, ცნობილი ლინგვისტის, ენათმეცნიერისა და ისტორიკოსის, აკადემიკოს ნიკო მარის მამა.
2006 წლიდან ბაღი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და იხსენიებოდა როგორც თბილისის ბოტანიკური ბაღის ფილიალი. 2012 წლიდან ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ისევ ქალაქს დაუბრუნდა. 2012-2013 წ.წ. მნიშვნელოვნად შეიცვალა ბაღის იერსახე და განახლდა მისი მრავალი კუთხე.
ამფითეატრის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 16 ათას 500 ლარი დაიხარჯა.

ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა