|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია საკუთრებაში არსებული 100 ობიექტის შესაფასებლად 10 ათას ლარს ხარჯავს

ქუთაისის მერიამ თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შესაფასებლად ტენდერი გამოაცხადა.

ქონების შეფასების მომსახურებისთვის ერთეტაპიანი გამარტივებული ტენდერი 10 000 ლარად არის შეფასებული.

სატედერო დუკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს თვითმმართველი ქუთაისის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შეფასება. საუბარია  100 ობიექტზე, რომელზედაც შესაბამისი დასკვნა უმდა მომზადდეს, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე.

შესაფასებელ ობიექტებზე ქონების შეფასების დასკვნას თან უნდა ახლდეს ფოტომასალა.

ტენდერი მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გამოცხადდა და სატენდერო წინადადებების მიღება ხვალ იწურება. თუმცა, ამ დროისთვის მერიისთვის გასაწევი მომსახურებისთვის დაინტერესება არცერთ კომპანიას არ გამოუთქვამს.

 

ავტორი: ნიუპრესი