ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი - არავის დაკვეთებს არ ვასრულებ
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის გია შარაბიძეს განმარტებით, მისი მისამართით უსაფუძვლო ბრალდებები ჟღერდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისი დისკრედიტაციის მცდელობას ემსახურება.
"არასოდეს არავის დაკვეთა არ შემისრულებია და არც ახლა ვასრულებ. წლებია ქუთაისის მერიაში ვმუშაობ და ჩემი წარსულიც სუფთა და საამაყოა. ასე, რომ არც ვინმეს ხელის ბიჭი არ ვყოფილვარ, როგორც ეს ჩემი მისამართით ითქვა. თუ ვინმეს ჩემი ბრალეულობის დამამტკიცებელი ფაქტები გააჩნია, შეულია შესაბამის ორგანოებს მიმართოს და კანონიერების ფარგლებში მოითხოვოს პასუხი," - ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია შარაბიძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, გია შარაბიძეს, ბრალდებები "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მანანა მიქაძემ წაუყენა. მიქაძემ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, "ხელის ბიჭი" და დაკვეთების შემსრულებელი უწოდა.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა