კულტურის მინისტრის ინიციატივა – ქუთაისში, მწერალთა სახლში ალტერნატიული კინო გავუშვათ
"რადგან ქუთაისში მუნიციპალური კინოთეატრი არ არის. ჩვენ შეგვიძლია ალტერნატიული კინო მწერალთა
კავშირის შენობაში გავუშვათ", – ამ ინიციატივით საქართველოს კულტურის
მინისტრი გურამ ოდიშარია მწერალთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის
საიუბულეო საღამოზე გამოვიდა.
მინისტრის დაპირებით, კინოთეატრისთვის ციფრულ აპარატურას საჩუქრად გადასცემენ ქალაქს. მინისტრის თქმით, აპარატურას უახლოეს მომავალში ჩამოიტანენ და დაამონტაჟებენ. "ეს იქნება შეხვედრების ადგილი", – განაცხადა გურამ ოდიშარიამ.
11 ნოემბერს მესხიშვილის თეატრში მწერალთა კავშირის ქუთაისის ორგანიზციის 90–ე საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე კულტურის მინისტრმა ქუთაისელ მწერლებს "მადლობის სიგელები" გადასცა.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი