|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უპირველესი დასაქმებულის დაცვაა და არა დამსაქმებლის - იურისტები შრომის კოდექსზე

შრომითი სამართლის ცვლილებები, სიახლეები და მათი უპირატესობები დასაქმებულთა უფლებების დასაცავად – აღნიშნულ საკითხებზე,  ქუთაისში, ა. წერეთლის უნივერსიტეტში დღეს, იურისტებმა და  სტუდენტებმა ისაუბრეს. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის  მიერ ორგანიზებული შეხვედრა შრომით უფლებებზე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

იურისტებისა და სტუდენტები აზრით, საქართველოს  შრომითი კოდექსის ახალი რედაქცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველი რედაქციისგან და შრომის ახალი კოდექსი უფრო დასაქმებულის უფლებების დაცვაზეა მორგებული.
"ის პრობლემები, რომლებიც პრაქტიკაში იდგა შრომითი უფლებების გამო მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან შრომითი კოდექსის ახალი რედაქცია უპირატესობას დასაქმებულის უფლებებს ანიჭებს და არა დამსაქმებელს. რათქმაუნდა დაცულია დამსაქმებლის უფლებებიც უდაოდ, თუმცა უპირველესი დასაქმებულის დაცვაა და არა დამსაქმებლის,"– ამბობს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის იურისტი ქეთი კრაწაშვილი.
საქართველოს შრომით კოდექსში შესულ ცვლილებებზე და მათ უპირატესობებზე, წერეთლის უნივერსიტეტის სტიპენდიანტმა სტუდენტებმა ისაუბრეს. 
"შრომით კოდექსში შესულ ცვლილებებში, ყველაზე მნიშვნელოვანი  სამმხრივი კომისიის შექმნაა, რაც ვთვლი იმის გარანტიას ქმნის, რომ დასაქმებულები მეტად დაცულები იქნებიან," – ამბობს წერეთლის უნიოვერსიტეტის საჯარო სამართლის მაგისტრანტი, სტიპენდიანტი თათია ნიჟარაძე.
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია,  არის სათათბირო ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის – პრემიერ მინისტრის წინაშე. 
სამმხრივი კომისის მისია შრომით ურთიერთობებში დასაქმებულთა და დამსაქმებელთა უფლებების დაცვაა. 

ავტორი: ანა ჯანაშია