|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტს ახალი სამარშრუტო ხაზი დაემატა

ქუთაისის მერიამ ახალი ექსპერიმენტული სამარშრუტო ხაზი, 42 ნომერი დაამტკიცა. ახალი საექსპერიმენტო ხაზი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და მერიის ტრანსპორტის სამსახურის შპს "ავტოტრანსკორპორაციამ" წარადგინა. 

ახალი ხაზის დამატების მიზეზად ფოთის ქუჩაზე მდებარე დასავლეთის ინფექციურ დაავადებათა ცენტრის ("მედიქალ სითი") მოთხოვნა სახელდება. 
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, გია  შარაბიძის განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნით მერიას თავად საავადმყოფომ ადგილობრივ მოახლეობასთან ერთად მიმართა. 
"ახალი ხაზი მუშაობს უახლოეს დღეებში დაიწყებს. ეს იქნება ექსპერიმენტალური ხაზი, ვნახოთ რამდენად გაამართლებს. ჩვენი ამოცანაა გადამზიდი კომპანიები და მოსახლეობა არ დაზარალდნენ", - განმარტა შარაბიძემ.
ახალი ხაზზე დამატებული ტრანსპორტი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს – წითელი ხიდი, ანჯაფარიძის ქუჩა, ფოლკლორის სასახლე, ფოთის ქუჩა, წერეთლის ქუჩა და ხორცკომბინატის დასახლება. 
შპს "ავტოტრანსკორპორაციის" დირექტორის, დავით მატარაძის განმარტებით, ახალი ექსპერიმენტული ხაზი  მხოლოდ ერთ თვეს იმუშავებს.
"პირველ ეტაპზე სამი ერთეული სამარშრუტო მიკროავტობუსი იმუშავებს", - ამბობს მატარაძე.

ავტორი: თეკლა მორგოშია