|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იპოთეკით დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებენ

საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილი იპოთეკით დაზარალებულთა აზრით, იპოთეკართა დიდი ნაწილი სწორედ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი პირები არიან, რომლებიც პრემიერს დეზინფორმაციებს აწოდებენ.

"გამოფხიზლდეს პრემიერი, ნუ უსმენს მისი გარემოცვის ტყუილებს და დროულად დაგვეხმაროს," – ამბობენ იპოთეკით დაზარალებულები. 
იპოთეკით დაზარალებულთა მოსაზრებებს, პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაიაც იზიარებს. 
"იპოთეკარები სწორედ სამთავრობო წრეებში არიან და ისინი ითბობენ ხელს პრობლემური სესხებით. ამიტომ პრემიერს ისეთ იფორმაციებს აწოდებენ, თითქოს ამ ხალხის დახმარება შეუძლებელია. თუმცა დროა მთავრობა გონს მოეგოს, ვიდრე 73 000 ოჯახი უსახლკაროდ დარჩება, აუცილებელია ამ ადამიანებს მთავრობამ შეუქმნას ისეთი პირობები, რომ ვალის გასტუმრება შეძლონ," – ამბობს წულაია.
"აუცილებლად შევძლებთ დაბალპროცენტიანი სესხების პირობებში ვალის გასტუმრებას და ქუჩაშიც აღარ დავრჩებით," – ამბობს იპოთეკით დაზარალებული, ეთერ ფურცხვანიძე. 
იპოთეკით დაზარალებულები გრძელვადიან დაბალპროცენტიან სესხებს და აღსრულების შეჩერებას ითხოვენ.

ავტორი: ანა ჯანაშია