სასურსათო მაღაზიიდან ათეულობით გაფუჭებული ქათამი ამოიღეს
სურსათის
ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ი/მ "ზურაბ ჩხიკვაძის" სასურსათო მაღაზიიდან სარეალიზაციოდ გამოტანილი ათეულობით ქათამი ამოიღეს.
"მათ დამახასიათებელი სუნი ჰქონდა და ორგანოლეპტიკურად გაფუჭებული იყო.
აღნიშნული პროდუქტი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდა," - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



16:44
10:53
16:34
















