|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის კონკურსის მეორე ეტაპზე 163 ადამიანი გადავიდა

ქუთაისის მერიაში გამოცხადებულ 52 ვაკანურ ადგილზე, კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია.

კონკურსი, მერიის სამსახურის უფროსების, მოადგილეებისა და განყოფილების უფროსების მიღებაზეა გამოცხადებული.
აღნიშნულ კონკურსზე, განაცხადი სულ 1173 კანდიდატმა შეიტანა, თუმცა საკონკურსო საატესტაციო კომისიის 7 კაციანმა შემაგენლობამ აქედან მხოლოდ 163 აპლიკანტის განაცხადი დააკმაყოფილა.
"მხოლოდ 163 ადამიანს ჰქონდა დოკუმენტაცია სრულად წარმოდგენილი, ამან განაპირობა ის, რომ სხვა კონკურსანტები ვერ გადავიდნენ მომდევნო ეტაპზე," - განმარტა საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა, რომელიც ამავე დროს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეა. 
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლა და კონკურსანტებთან ინდივიდუალური გასაუბრება ორშაბათიდან დაიწყება. 
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების დასწრებას აღნიშნულ გასაუბრებაზე, მარგველაშვილის ამბობს, რომ ეს კონკურსანტების მოთხოვნის საფუძველზე მოხდება. რადგან მისივე თქმით, გასაუბრებაზე მეტი სიმშვიდე იქნება. 
"ამის რეკომენდაცია, რომ კონკურსანტების მოთხოვნის საფუძველზე მოხდეს დასწრება არასამთავრობო თუ მედიის წარმომადგენლების, ტრენინგზე მოგვცეს. რომელიც რეგიონალური განვითარების სამინისტროსა და მთავრობის კანცელარიის წარმომადგენლებმა ჩაგვიტარა," - ამბობს მარგველაშვილი.
ქუთაისის მერიაში 52 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დაიწყო. კომისიამ კონკურსის წესით უკვე "შეარჩია" ქუთაისის ვიცე-მერები.

ავტორი: თეკლა მორგოშია