ქუთაისის მერიაში ინფორმაციებს მალავენ - "თავისუფალი საქართველო" სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას თქმით, ქუთაისის მერიაში მას საჯარო ინფორმაციებს უმალავენ.
"არანაირი პასუხები არ მიმიღია ქუთაისის მერიიდან ჩემს მიერ დაწერილ განცხადებებზე. ვითხოვდი ინფორმაციებს მერის სარეზერვო ფონდის ხარჯვითი ნაწილის შესახებ, ქალაქის ბიუჯეტის შესახებ, თუ სხვა ინფორმაციებს, მაგრამ ისინი ჩემი წერილების იგნორირებას ახდენენ,"– ამბობს წულაია.
წულაია აღნიშნულის გამო, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, გია შარაბიძეს მოუწოდებს, რომ საჯარო ინფორმაციის დამალვის მცდელობას ბოლო მოეღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წულაია აპირებს სასამართლო უწყებებს მიმართოს.
"მოვუწოდებ შარაბიძეს, რომ საჯარო ინფორმაციების დამალვას ბოლო მოეღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ სასამართლოს და პროცესსაც მოვიგებ," – ამბობს წულაია.
ავტორი: ანა ჯანაშია