|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 2014 წლის სასტარტო ბიუჯეტი 42 მლნ 168 ათასი ლარია

ქუთაისის 2014 წლის სასტარტო ბიუჯეტი 42 მლნ 168 ათასი 800 ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის სასტარტო ბიუჯეტს 939 000 ლარით ჩამორჩება. აღნიშნულის შესახებ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გია შარაბიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხდა. 

შარაბიძის თქმით, მომავალი წლის სასტარტო ბიუჯეტში ამ დროისთვის განსაზღვრული არ არის ინფრასტუქტურული სამუშაოებითვის გათვალისწინებული ტრანსფერი.
"შესაბამისად, სამინისტროს ჩვენ უნდა წარვუდგინოთ ქალაქში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და ამის მიხედვით მოხდება თანხის გამოყოფა", - განმარტა შარაბიძემ.
მისი თქმით, 42 მლნ 168 ათასი ლარიდან 29 მლნ 276 800 ლარი გათანაბრებითი ტრანსფერია. 
ქუთაისის მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვას საკრებულოს შესაბამისი კომისიები დღეიდან დაიწყებენ. 
მომავალი წლის  ბიუჯეტის პროექტში შარაბიძის განმარტებით, ახალი მუხლები იქნება ჩადებული. 
ქალაქში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებულთა მედიკამენტებით დახმარების პროგრამა, ქალაქის საჯარო სკოლების პირველი და მეორე კლასის მოსწავლეების (სულ არის დაახლოებით 4500 ბავშვი) პროფილაქტიკური გასინჯვა, ასევე მრავალშვილიანი დედები, რომლებსაც 4 ან მეტი შვილი ჰყავთ, თითოეულ ბავშვზე მიიღებენ ყოველთვიურ ფულად დახმარებას 20 ლარის ოდენობით. 
ქუთაისის 2013 წლის სასტარტო ბიუჯეტი 43 107 000 ლარს შეადგენდა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია