|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის ვიცე-გუბერნატორი - პარლამენტთან დაკავშირებით ბრძოლის ერთი რაუნდი მოგებულია

საქართველოს პარლამენტის ქუთაისში დარჩენა–არდაჩენის საკითხი, დღეს  ძალაში შესული ახალი კონსტიტუციის თანახმად, ხმათა 2/3–ზე არის დამოკიდებული. 
იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა, ამირან ძოწენიძემ, რომელიც ამ დროისთვის გუბერანატორის მოვალოებას ასრულებს, საპარალამენტო უმცირეოსობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. ძოწენიძის თქმით, მათ მუშაობის ერთწლიან პერიოდში, პარალამენტის თბილისში გადატანის მიზნით არსებულ ზეწოლებს გაუძლეს. 
"პარალემენტთან დაკავშირებით ბრძოლის ერთი რაუნდი მოგებული გვაქვს. უმრავლესობის მცდელობის მიუხედავად,  მათ ვერ შეძლეს ამ დრომდე ამ საკითხის მოგვარება და 100 ხმის მოპოვება. მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ, ბრძოლის მეორე ეტაპი ახლა იწყება", – განაცხადა ამირან ძოწენიძემ. მისი თქმით, საპარალამენტო უმცირესობა არ გატყდება და ის არასოდეს არ დაუჭერს მხარს პარლამენტის თბილისში გადატანას. 
 


ავტორი: თეკლა მორგოშია