„ჩემი ოჯახის კლინიკამ" ქუთაისში ახალშობილთა მკურნალობის მსოფლიოში წარმატებული მეთოდი დანერგა
ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ახალშობილთათვის ახალი ნეონატოლოგიური სამსახური ჩამოყალიბდა, სადაც მსოფლიოში აპრობირებული და წარმატებული მეთოდით, ახალშობილთა ისეთი დაავადების მკურნალობა იქნება შესაძლებელი, როგორიცაა დროულ ახალშობილებში თავის ტვინის დაზიანება, რომელსაც მედიცინაში ჰიპოქსიურ-იშემიური ენცეფალოპათიების მკურნალობას უწოდებენ (ჰ.ი.ე.). განყოფილება აღჭურვილია უახლესი აპარატურით. რეანიმაციაშივე ფუნქციონირებს ექსპრეს ლაბორატორია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ანალიზების შედეგები უსწრაფესად იქნეს მიღებული.
„ჩემი ოჯახის კლინიკის" დედათა და ბავშვთა მიმართულების ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განმარტებით, ახალშობილთა მკურნალობის ეს მეთოდი სიახლეა ქართულ მედიცინაში, რომელიც პირველად დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის ნეონატოლოგიურ სამსახურში ჩამოყალიბდა. „აღსანიშნავია რომ "ჩემი ოჯახის კლინიკას" ამ სიახლის დანერგვაში კონსულტაციებს ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის, მეიოს წარმომადგენლები უწევდნენ" განაცხადა დავით ციბაძემ.
სწორედ მე-3 დონის ნეონატოლოგიური განყოფილების გახსნასთან დაკავშირებით დღეს „ჩემი ოჯახის კლინიკის" ქსელს ეწვია მეიოს კლინიკიდან ნეონატოლოგიური დეპარტამენტის უფროსი ქრისტოფერ კოლბი და მეიოს კლინიკის ნეონატოლოგი ვილიამ ქერი.
დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის ნეონატოლოგიურ განყოფილებაში პაციენტების მიღება უკვე დღეიდან იქნება შესაძლებელი. პირველ პაციენტებს მკურნალობას, ერთი კვირის მანძილზე ამერიკის წამყვანი სამედიცინო დაწესებულების, მეიოს კლინიკის სპეციალისტები გაუწევენ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა