|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოჩა თევდორაძე - თუ ვინმეს ძალიან უნდა ქუთაისი დავტოვო, წავალ და გავისეირნებ

"პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ მას ქუთაისი არ დაუტოვებია.

"ქუთაისში ვარ და არსად არ წავსულვარ. ვინ თქვა, რომ ქუთაისის დატოვებას ვაპირებ, ან ვის აინტერესებს ეს. თუ ვინმეს ასე ძალიან უნდა ქუთაისი დავტოვო, წავალ და ცოტა ხნით გავისეირნებ," - ამბობს "პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე
გოჩა თევდორაძის მიერ ქუთაისის დატოვების თაობაზე ინფორმაცია newpress.ge -მ რუბრიკა Chat News-ში გაავრცელა. აღნიშნულ რუბრიკაში ქვეყნდება გავრცელებული და მოსახლეობის მიერ მოწოდებული გადაუმოწმებელი ინფორმაციები, რომლებიც არ გამოხატავს newpress.ge - ის ოფიციალურ პოზიციას.

ავტორი: ანა ჯანაშია