ქუთაისის #2 ციხეში ექიმები და მედიკამენტები არასაკმარისია
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექიმებისა და მედიკამენტების სიწმირეა, რის გამოც, დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ. აღნიშნული შედეგები არასამთავრობო ორგანიზაცია "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო ცენტრის" ქუთაისის ორგანიზაციის მიერ ჩატრებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა.
კვლევის მიზანი, ქუთაისის #2 ციხეში სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესწავალა და სამედიცინო მომსახურების ხელისშემშლელი მიზეზების იდენტიფიკაცია გახლდათ. ორგანიზაციამ კვლევა მიმდინარე წლის მაის-ივნისში განახორციელა და მასში მონაწილეობა 78 მსჯავრდებულმა მიიღო. გამოკითხული 78 რესპოდენტიდან 20 ყოფილი პატიმარი, ხოლო დანარჩენი 50 – დაწესებულებაში მყოფი პირი გახლდათ.
კვლევის თანახმად, გამოკითხული პატიმრების 75 პროცენტს სხვადასხვა ჯანმთელობის პრობლემები აქვთ.
დაწესებულებაში მედპერონალისა და მედიკამენტების სიმცირე, ექიმებისთვის უცილებელი გაიდლაინების არ არსებობა - ეს ის მთავარი პრობლემებია, რომელიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა.
"მთავარი პრობლემა რაც გამოიკვეტა ის არის, რომ მედიკამენტები არ აქვთ, ასევე, არ აქვთ დღის წესრიგი, იგივე სახელმძღვანელო ექიმებს, თუ რა რეჟიმით უნდა განახორციელონ პატიმრებთან ვიზიტი", - განმარტა კვლევის პრეზენტაციაზე "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო ცენტრის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანა ჩაფიძემ. მისივე თქმით, სამაგიეროდ, გაუმჯობესებულია ექიმებისა და პატიმრების დამოკიდებულება.
პენიტენციალურ სისტემაში არასათანადო სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო, 2010 წელს 142 პატიმარი გარდაიცვალა, 2011 წელს – 140, ხოლო 2012 წელს – 67 პატიმარი.
"წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო ცენტრის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, აღნიშნული კვლევა შესაბამის სამინისტროს უკვე მიეწოდა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა