|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა - 93 მომხრე, 19 წინააღმდეგი.

მინისტრობის წევრობის კანდიდატებს პარლამენტში ორი დღის განმავლობაში  უსმენდნენ.
პრემიერ-მინისტრი – ბიძინა ივანიშვილი მთავრობის მეთაურის პოსტზე შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა, ხოლო შს მინისტრის პოსტი ალესანდრე ჭიკაიძემ დაიკავა. 
ყველა სხვა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში ძველ პოზიციას ინარჩუნებს.
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ალასანია; ენერგეტიკის მინისტრი – კახა კალაძე;  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი – სოზარ სუბარი; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი – დავით ნარმანია;  საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე; ეკონომიკის მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი; იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;  ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური; სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში – პაატა ზაქარეიშვილი; განათლების მინისტრი – თამარ სანიკიძე;  შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო; სოფლის მეურნეობის მინისტრი – შალვა ფიფია; გარემოს დაცვის და ბუნრებრივი რესურსების მინისტრი ხათუნა გოგალაძე; კულტურის მინისტრი – გურამ ოდიშარია; სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – კოტე სურგულაძე; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი – ალექსი პეტრიაშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – დავით დარახველიძე;

ავტორი: ნიუპრესი