ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად შოთა მურღულია დაინიშნა
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, შოთა მურღულია იქნება.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი აკეთებს.
"ქუთაისის მერის მოვალეობას დღეიდან, მერიაში შესარჩევი კონკურსის დასრულებამდე და შედეგების გამოვლენამდე შოთა მურღულია შეასრულებს,"- ამბობს თამაზ მარგველაშვილი.
ინფორმაცია შოთა მურღულიას ქუთაისის მერად დანიშვნის თაობაზე newpress.ge-მ 12 ნოემბერს გაავრცელა.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა