|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თენგიზ თოფურიძემ ქუთაისის ვიცე-მერის თანამდებობა დატოვა

ქუთაისის ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას თავად თენგიზ თოფურიძე აკეთებს. 
როგორც თოფურიძე ამბობს, მან თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. 
"შოთა მურღულიას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს მინდა მივცე მეტი არჩევანის საშუალება, რომ მან თავისუფლად მოახერხოს იმ გუნდის შემოკრება რომელიც მას სურს," - ამბობს თოფურიძე.
თენგიზ თოფურიძის მსგავსად, ვიცე-მერის პოსტი ასევე კოტე ლომიძემაც დატოვა. ყოფილი ვიცე - მერის მტკიცებით, თანამდებობა მანაც პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო.  

 

ავტორი: ანა ჯანაშია