|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს წევრები ქუთაისის პირველი მერის ძეგლის დადგმას ითხოვენ

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" წევრები გია გოქაძე და მერაბ ბარათაშვილი, თვითმმართველობას ქუთაისის პირველი მერის, ლუკა ასათიანის ძეგლის დადგმის ინიციატივით მიმართავენ.

ქუთაისის საკრებულოს წევრის, გია გოქაძის თქმით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ლუკა ასათიანი ძეგლის დადგმისათვის შესაბამისი ფინანსები უნდა გამოყოს.

"კეთილი ინებონ, რაღაცეები მოიკლონ და გაკეთონ," – აღნიშნავს გია გოქაძე. მისი თქმით, ქალაქში, სადაც პირველი მერი თვითმმართვლობის მიერ იყო არჩეული, არ შეიძლება მერი თბილისიდან ინიშნებოდეს.

ლუკა ასათიანი ქალაქის თავად თვითმმართველობამ 1878 წელს აირჩია. თავად ქუთაისის საქალაქო თვითმმართველობა კი 1875 წელს დაფუძნდა.

ლუკა ასაათიანი ქუთაისის პირველი პირის მოვალეობას 1892 წლამდე ასრულებდა, რის შემდეგაც ის ბათუმის მერად იქნა გადაყვანილი.

ხვალ, 22 ნოემბერს ლუკა ასათიანის გარდაცველებიდან 112 წელი სრულდება. გია გოქაძისა და მერაბ ბარათაშვილის ინიციატივით, ხვალვე ქვიტირის მთავარანგელოზის ტაძარში, სადაც დაკრძალულია ლუკა ასათიანი, მისი სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდიან.   


ავტორი: დეა მანაგაძე