იურისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არალეგალურად ქვეყნის დატოვებისგან თავი შეიკავონ
საქართველო და მიგრაცია, მიგრაციაში არალეგალურად მყოფი ქართველები, დაუცველი შრომითი
უფლებები და დარღვეული სასაზღვრო კანონი –
ეს
ის პრობლემებია, რომლებიც იურისტებმა დღეს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“
ქუთაისის ოფისში გამართულ შეხვედრაზე, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს გააცნეს.
მათი თქმით, ქართველების უმრავლესობა ევროკავშირის სხვადასხვა
ქვეყნებში არალეგალურად იმყოფება. არალეგალური
მიგრაციის პირობებში კი ისინი ნორმალური საცხოვრებელი პირობების, სწავლისა, თუ
დასაქმების შესაძლებლობებს მიღმა რჩებიან.
„საზღვრებს გარეთ არალეგალურად მყოფი ქართველების რაოდენობა
ძალიან დიდ მასშტაბების არის. მიგრაციაში მყოფთა რაოდენობა უკვე მილიონს აღწევს. არალეგალური
მიგრაციის პირობებში, ჩვენს მოქალაქეებს უცხო ქვეყნებში ნორმალურად სწავლისა და დასაქმების
შესაძლებლობა ეზღუდებათ და მძიმე შრომა უწევთ,“ –
ამბობს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტის
მენეჯერი თიკო ტყეშლაშვილი.
მიგრაციაში არალეგალურად ყოფნის პირობებში შექმნილ პრობლემებზე
და რისკებზე, შეხვედრაზე მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა, ერეკლე ინაშვილმაც ისაუბრა,
რომლიც 7 წელია გერმანიაში ცხოვრობს.
„წარმოუდგენელი იქნებოდა ემიგრაციაში რომ არალეგალურად
ვყოფილიყავი. ამ შემთხვევაში ვერც სწავლას შევძლებდი და ვერც ნორმალურად ცხოვრებას.
თუმცა იქ უამრავი ქართველი არალეგალია და მათი ცხოვრების პირობები მძიმეა. განსაკუთრებით
ახალგაზრდებისთვის. არალეგალურად ემიგრაციაში ცხოვრება წლების ტყუილად კარგვაა,“ – ამბობს ერეკლე ინაშვილი.
ავტორი: თამუნა ადეიშვილი, ანა ჯანაშია