ქუთაისში სამი ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობისთვის 1 779 775 ლარი დაიხარჯება
ქუთაისში ჩორგოლიანის, მესხის და ბელინსკის ქუჩებზე სანიაღვრე ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიის ცნობით, სამუშაო პროცესს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია ინფრასტრუქტურის სამსახურის წამომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
მერიის ცნობით, ჩორგოლიანის, მესხის და ბელინსკის ქუჩებზე, სადაც სანიაღვრე ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს, სანიაღვრეები ამ დრომდე არ არსებობდა.
პროექტის მიხედვით, კეთდება რკინა-ბეტონის ღვარსადენები და ჭები, შემდეგ კი, მოხდება დაერთება მაგისტრალურ ქსელთან.
სამივე ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებისთვის 1 779 775 ლარია გამოყოფილი.
წლის ბოლომდე დასრულდება ღვარსადენების რეაბილიტაცია მესხიშვილის და ჩხობაძის ქუჩებზეც. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ არის დაფინანსებული.
ავტორი:





16:20
16:13
16:44
14:33
















