შოთა მურღულია - მზად ვარ ვიმუშაო ქუთაისის კეთილდღეობისთვის
ქუთაისის მერის მოვალეობის ახალმა შემსრულებელმა შოთა მურღულიამ ქუთაისის მერიაში სამუშაო კაბინეტი უკვე დაიკავა. მურღულიას განცხადებით ქუთაისი მისთვის საპატივცემულო ქალაქია და ქუთაისისთვის მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლომდე იქნება მიყვანილი. მურღულია აცხადებს, რომ ის ყოველთვის ქუთაისის მხარდამჭერი იყო, მაშინაც კი, როდესაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
"ეს ქალაქი ჩემთვის საპატივცემულო ქალაქია და მზად ვარ ვიმუშავო ამ ქალაქის კეთილდღეობისათვის", - განაცხადა მერის მოვალეობის ახალმა შემსრულებელმა შოთა მურღულიამ, რომელსაც მერიის შენობასთან საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი დახვდა.
მერის მოვალეობის შემსრულებლად შოთა მურღულია დღეს დაინიშნა. თამაზ მარგველაშვილის განცხადებით, ქუთაისის მერის მოვალეობას დღეიდან, მერიაში შესარჩევი კონკურსის დასრულებამდე და შედეგების გამოვლენამდე შოთა მურღულია შეასრულებს. თუმცა, newpress.ge-ს ინფორმაციით, ონკურსისი დასრულების შემდეგ, ქუთაისის მერის პოსტს სწორედ შოთა მურღულია დაიკავებს.
მურღულია ამ დრომდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახლდათ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა