|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის მოვალეობის ახალი შემსრულებელი საკრებულოს წევრებს ხვდება

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია უკვე მერიის ადმინისტრაციულ შენობაში იმყოფება. ამ წუთებში მურღულია საკრებულოს თავმჯდომარესა და წევრებთან შეხვედრას მართავს.

ქუთაისის მერის მოვალეობის შესრულებას შოთა მურღულია ხვალიდან შეუდგება. ამ რანგში ის ხელს მოაწერს მემორანდუმს, როემლიც ქუთაისის მერიასა და ჯიპას შორის გაფორმდება.
რაც შეეხება ვიცე-მერებს, მურღულიას განცხადებით ერთ-ერთი ვიცე-მერის პოსტს ნოდარ მიქიაშვილი დაიკავებს. მისივე განმარტებით, მიქიაშვილმა, ისევე როგორც დანარჩენმა კანდიდატემბა, შესარჩევ კონკურსში უნდა მიიღოს მონაწილეობა. 

ავტორი: დეა მანაგაძე