შოთა მურღულიამ ქუთაისის მერიასა და ჯიპას შორის პირველი მემორანდუმი გააფორმა
ქუთაისის მერიასა და საზოგადოებრივ
საქმეთა ინსტიტუტს (ჯიპას) შორის პირველი მემორანდუმი
გაფორმდა.
როგორც ქუთაისის მერიისა და ჯიპას
წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული მემორანდუმი ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.
მემორანდუმს ხელი ქუთაისის მერის მოვალეობის
შემსრულებელმა შოთა მურღულიამ მოაწერა.
"მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს
მერიასა და ჯიპას შორის თანამშრომლობას, დიდ სარგებლობას მოუტანს ქუთაისს, რადგან ჯიპას
გააჩნია უდიდესი გამოცდილება, როგორც საჯარო მოხელეების გადამზადების, ასევე, ელექტრონული
მართელობის სფეროში. ჩვენ მივაწვდით მათ ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას, რათა მაღალი
იყოს ჩართულობა, იმისათვის, რომ გვყავდეს კარგი კადრები და გაიზარდოს კონკურენციის
ხარისხი," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
თავის მხრივ, ჯიპას წარმომადგენლობა
გამოხატავს მზადყოფნას, რათა ქუთაისის მერიას ელექრონული მართველობის სისტემის გაუმჯობესებაში
დაეხმაროს.
როგორც ჯიპას წარმომადგენელი ნანა
ქაშაკაშვილი ამბობს, მემორანდუმი არ დარჩება მხოლოდ მემორანდუმად და ნაყოფიერი იქნება
თანამშრომლობა ორივე ინსტიუციისათვის.
ავტორი: ანა ჯანაშია