|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი "პატრიოტები" ამ წუთებში გოჩა თევდორაძის სახლში თათბირობენ

ამ წუთებში, "პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოჩა თევდორაძის საცხოვრებელ სახლში საკრებულოს ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები არიან შეკრებილნი. უცნობია, რა თემაზე გადიან კონულტაციებს დეპუტატები პარტიის ლიდერთან.

არსებული ინფორმაციით, გოჩა თევდორაძის სახლში მიმდინარე თათბირი ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებეს უკავშირდება, საუბარია ვიცე-მერის პოსტზე გია შარაბიძის დარჩენა-არ დარჩენის საკითხზე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე სწორედ გოჩა თევდორაძის რეკომენდაციით მოხვდა. 
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისში მერის მოვალეობის ახალ შემსრულებლად შოთა მურღლია დაინიშნა. ამავე დღეს თანამდებობა დატოვა ორმა ვიცე-მერმა თენგიზ თუფირიძემ და კოტე ლომიძემ. კიდე ორი ვიცე-მერი  - გია შარაბიძე და ნიკო კაჭკაჭიშვილი კი ამ დრომდე თანამდებობაზე რჩებიან.

ავტორი: ნიუპრესი