ქუთაისის ოპერის დირექტორი სააგენტოს მფლობელს სასამართლოში უჩივის
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გენერალურმა დირექტორმა ხატია ვედმედევამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ხატია ვედმედევა საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისითუდეის” მფლობელის სერგო ჩივაძის ბრალდებებს განოეხმაურა.
"გადავწყვიტე ჩივაძის ბრალდებებზე სასმართლოს მივმართო განცხადებით", -აღნიშნა ხატია ვედმედევამ.
სერგო ჩივაძის განცხადებით იგი რამდენიმე დღის წინ ოპერის თეატრის დირექტორის დავალებით სცემეს.
ბრიფინგზე ხატია ვედმედევამ აღნიშნული ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ამ საკითხთან შეხება არა აქვს. „თუმცა ვარ ძალიან განაწყენებული, ამიტომ მინდა გადავდგა ისეთი ნაბიჯები რის გამოც ადამიანი შემდგომ დაფიქრდება თუ როგორ მოიქცეს. ბევრი სამუშაო გვაქვს, გვინდა ჩევნი ოპერა გავაცოცხლოთ და ასეთი ძალიან აბსურდული და ასე ვიტყოდი, ქაჯურ საქციელზე დროის კარგვისთვის ნამდვილად არ გვცალია“,- განაცხადა ხატია ვედმედევამ.
ოპერის თეატრის დირექტორის თქმით სერგი ჩივაძეს მისი მისამართით სხვა დროსაც გაუკეთებია აბსურდული კომენტარები, მაგრამ „ეს ბოლო ბრალდება გადავწყვირტე არ დავტოვო უყურადღებოდ და სასამართლოში შევიტანო განცხადება“, - აღნიშნა ვედმედევამ.
იგივე დაადასტურა ვედმედეავს ადვოკატმა ირაკლი მახათაძემ. "აუცილებად მოვითხოვთ, რომ გარკვეული სახით პასუხიმგელბოლბა დაეკისროს ამ პიროვნებას. პირველ რიგში იმიტომ, რომ
შემაკავებელი ხასიათის იყოს და მომავალში გაუქრეს სურვილი აბსურდული ბრალდებების კეთების",- აღნიშნნა ირაკლი მახათაძემ.
მისი ინფორმაციით მიმდინარეობს გამოძიება
სხეულის დაზიანების ფაქტზე. დაზიანების ხარისხს არკვევს შესაბამისი ექსპერტი და უახლოეს მომავალში დადებენ დასკვნას. შეხვედრაზე ითქვა, რომ აღნიშნულ საკითხში ფიგურირებს ქუთასიTV-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი
შოთა ჩიქოვანის სახელიც. შესაძლებელია იგი მოწმის სახით დაიკითხოს. ვედმედევას განცხადებით, ეს ბრალდებები მიზნად ისახავს განვითარების იმ პროცესის შეფერხებას, რასაც ოპერის თეატრში აქვს ადგილი.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი