|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საახალწლო მორთულობისთვის 95 100 ლარი დაიხარჯება

ქუთაისის ქუჩებში  2014 წლისათვის საახალწლო მანათობელი ფიგურების დამონტაჟებისათვის მერიამ 96 295 ლარი გამოჰყო. აღნიშნულ თანხაზე ტენდერი მიმდინარე წლის 15 ნოემბერს  გამოაცხადა, რომელშიც შპს "აღმდგენმა" გაიმარჯვა. კომპანია 1 195 ლარით ნაკლები მოითხოვა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემსრულებელი ფირმა ვალდებულია ქალაქისათვის ახალი საახალწლო მანათობელი ფიგურები შეიძინოს, არსებული ფიგურები აღადგინოს, დაამონტაჟოს, ხოლო სადღესასწაულო დღეების დასრულების შემდეგ მათი დემონტაჟი მოახდინოს.

ტენდერით გათვალიწინებულ სამუშაოებს შპს „აღმდგენი“ 95 100 ლარად შეასრულებს.  ქუთაისში მანათობელი ნათურები სულ 36 ადგილზე დამონტაჟდება.

კომპანიამ ქუთაისში საახალწლო მორთულობების მონტაჟი მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს, ხოლო მისი დემონტაჟი მომავალი წლის 20 იანვრამდე უნდა დაასრულოს.   

ავტორი: დეა მანაგაძე