ქუთაისის მერიის საკუთრებაში არსებული შენობა მოსახლეობას საფრთხეს უქმნის
ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე მდებარე ფოლკლორის სახელოვნებო
სასწავლებელის შენობა ინგრევა, რის გამოც, საფრთხე მიმდებარე ტეიროტირიაზე მცოხვრებლებსაც
ემუქრება.
ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის ავარიული შენობა,
ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია. თუმცა 2010 წელს, ხელშეკრულების საფუძველზე,
შენობა უზუფრუქტით სარგებლობაში ააიპ ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო
დაწესებულებათა გაერთიანებას გადაეცა.
"შენობა უზუფრუქტით სარგებლობაში უვადოდ გადმოგვეცა,
თუმცა იქედან გამომდინარე, რომ შენობა ავარიულია, მას ადგილობრვ თვითმმართველობას დავუბრუნებთ.
შესაბამისად, შენობაზე და მის დემონტაჟზე პასუხისმგებელი მესაკუთრე, ანუ ქუთაისის მერია და ქონების მართვის
სამსახურია,“ – ამბობს ააიპ ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო
დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ლადო პატარიძე.
პატარიძეს თქმითვე, მან ბევრჯერ მიმართა ადგილობრივ
თითმმართველობას განცხადებით, სადაც ის მერიას აცნობებდა, რომ შენობა ავარიულია და
აუცილებელ დემონტაჟს საჭიროებს.
დემონტაჟის აუცილებლობაზე ექსპერტიზის დასკვნაც მეტყველებს.
თუმცა ქუთაისის მერია, რომელიც შენობის მესაკუთრეა, პასუხიმგებლობას იცილებს. რადგან
ქუთაისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ბესო
ცქიფურიშვილი ფოლკლორის სახელოვნებო დაწესებულების შენობაზე ყოველგვარ პასუხისმგებლობას
იხსნის. მეტიც, როგორც ცქიფურიშვილი ამბობს, ის შენობის დემონტაჟის შესახებ ვერანაირ
კომენტარს ვერ გააკეთებს.
როგორც newpress.ge - ის ქუთაისის მერიაში განუცხადეს, აღნიშნულ საკითხზე
კომენტარს ქუთაისის ვიცე–მერი ნოდარ მიქიაშვილი ორშაბათს გააკეთებს.
ავტორი: ანა ჯანაშია