შოთა მურღულია - 2014 წელს ქუთაისში პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება
ქუთაისში 2014 წელს პრიორიტრეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილება იქნება. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებელმა შოთა მურღულიამ საკრებულოს საფინანსო–სარევიზიო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
"მართალია, ცენტრალური ხელისუფლება ტრანსფერის სახით გვაძლევს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. თუმცა, ადგილობრივი რესურსებიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ", – განმარტა მურღულიამ. მისივე თმით, სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქვს შენიშვნა ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებაში.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მიმდინარე წლის 5 დეკმბრემადე უნდა დამტკიცდეს.
რადგან, მურღულიას თქმით, დროულად მოხდეს სხვადსხვა სამუშაოების განსახორციელებლად ტენდერების ჩატარება.
"მინდა რაც შეიძლება ნაკლები გამარტივებული ტენდერი გამოვაცხადოთ და კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს. რადგან, გამარტივებული ტენდერი არის სუბიექტირი. მინდა ჯანსაღი კონკურენცია იყოს და შეეჯიბრონ კომპანიები ერთმანეთს", – განმარტა შოთა მურღულია.
2014 წლის ბიუჯეტის ფორმირება ამ დროისთვის საკრებულოს კომისიებში მიმდინარეობს. ქალაქის 2014 მთავარი ფინანსური დოკუმენტის სასტარტო მოცულობა 42 მლნ 168 ათასი 800 ლარით განისაზღვრა. აქედან, 29 მლნ ტრანსფერია.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა