ზურაბ ჯაფარიძე 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. პენიტენციურმა სამსახურმა გაფრთხილებულ დროზე ადრე გამოუშვა და მან რუსთავის ციხე უკვე დატოვა.
ჯაფარიძეს ციხე 10:30 საათისთვის უნდა დაეტოვებინა, თუმცა როგროც ის ამბობს - "8 საათზე გამოდგეს გარეთ", რის შემდეგაც ტაქსის მძროლი დაეხმარა, რომ ცოლთან დაერეკა.
„რამდენიმე დღის წინ ვიკითხე და მითხრეს მზად უნდა ვყოფილიყავი 10:30 თვის, მაგრამ ისე მოხდა, რომ 8 საათზე გამომდგეს გარეთ. არაფერი აუხსნიათ, მითხრეს ჩაალაგეო, არაფერი მქონდა ჩასალაგებელი, მაისურით ვიყავი. გუშინ ქურთუკი უნდა შემოეგზავნათ, მაგრამ არ შემოაგზავნინეს, სქელია და სტანდარტებში არ ჯდებაო. ამიტომ მაისურით გამომიშვეს. ტაქსი იყო გაჩერებული და დამეხმარა რომ დამერეკა ნატასათვის და შემდეგ მომაკითხა მეგობარმა. დაახლოებით 40 წუთი, ერთი საათი ვერავის ვუკავშირდებოდი", - უთხრა ჯაფარიძემ მედიას.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
ავტორი:




16:44
10:53
16:34
14:10
















