ქუთაისში მატერიალური დახმარების პროგრამა გააუქმეს
ქუთაისის მერიის საბიუჯეტო - მატერიალური დახამრების პროგრამა გაუქმდა. აღნიშნული პროგრამის ნაცვლად, 2014 წელს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების თანადგომის პროგრამა განხორციელდება. ამის შესახებ, ქუთაისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისის სხდომაზე განმარტეს.
მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოვალოების შემსრულებლის ზურაბ მარგველაშვილის განმარტებით, ახალი პროგრამა იმ ოჯახებისა და ახალგაზრდების ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს, რომლებიც საოჯახო ტიპის სახლებს მიმართავენ.
"ერთის მხრივ, იმ ახალგაზრდებს, რომლების საოჯახო ტიპის სახლებში იზრდებიან 18 წლამდე ჩვენი ვთავაზობთ, 18 დან 19 წლამდე ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას. მეორეს მხრივ, ის ოჯახები, რომლებიც სოციალური მდგომარეობის გამო, საკუთარ შვილებს საოჯახო ტიპის სახლებში აბარებენ, იმათ ვთავაზობთ ყოველთვიურ ფულად დახმარებას", - განმარტა მარგველაშვილმა.
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების თანადგომის პროგრამის სასტარო ბიუჯეტი 300 000 ლარს შეადგენს.
"მატერიალური დახმარების პროგრამა ვერ ახორცილებდა თავისს დანიშნულების 5 პროცენტსაც კი. თუმცა, მისი ბიუჯეტი საკმაოდ სოლიდური იყო. თუ რისთვის და როგორ ხორციელდება პროგრამა ეს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
მატერიალური დახმარების პროგრამას ქუთაისის მერია წლების განმავლობაში ახორცილებდა. პროგრამა ერთჯერად ფულად დახმარებას - 50 ლარიდან 300 ლარამდე ითვალისწინებდა.
აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის ირგვლივ კითხვის ნიშნები ჩნდებოდა, რადგან, მისი გაცემა წინსაარჩენო პერიოდს ემთხვეოდა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა