იმერეთში უკანონო იარაღის საქმეზე 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
„პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღო, მათ შორის: 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ხმოვანი პისტოლეტი, 133 ვაზნა, 2 მჭიდი და ფეთქებადი ნივთიერება „ამონალი".
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებს შსს.
ავტორი:





16:16
14:41
11:37
19:04
















