დავით ნარმანია შოთა მურღულიას შემცვლელს უახლოეს დღეებში შეარჩევს
დავით ნარმანია მეორე მოადგილეს უახლოეს დღეებში შეარჩევს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, პრემიერს პირველი მოადგილის, თენგიზ შერგელაშვილის კანდიდატურა წარუდგინა და იგი უკვე დამტკიცებულია.
"რაც შეეხება მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიას, იგი დღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელია. მისი უფლებამონაცვლე ჯერ შერჩეული არ არის, თუმცა მიმდინარეობს კონსულტაციები და წარდგინებას უახლოეს დღეებში გავაკეთებთ", - აღნიშნა ნარმანიამ.
შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემრულებლად მიმდინარე წლის 21 ნოემბერს დაინიშნა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა