|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საგანგაშო სტატისტიკა – დასავლეთ საქართველოში ბოლო თვეებში მამაკაცების მიერ 7 ქალია მოკლული

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მარტო დასავლეთ საქართველოში მამაკაცების მიერ, ძალადობის ნიადაგზე 7 ქალია მოკლული“, – ეს ინფორმაცია ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ  გამართულ  აქციაზე გაჟღერდა. აღნიშნული აქცია ქუთაისში მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

"გაეროს მონაცემებით ყოველ მესამე ქალზე ახორციელებენ ძალადობას მსოფლიოს მასშტაბით. საგანგაშო სტატისტიკაა საქართველოშიც. თანაც სტატისტიკა ამ კუთხით არ იკლებს",– განაცხადა აქციის ორგანიზატორ ფონდ "სოხუმის" თავმჯდომარემ ალა გამახარიამ.

ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია ჩატარდა ყოველწლიური 16 დღიანი საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში. იგი ერთდროულად საქართველოს 6 ქალაქში გაიმართა.

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი