ქუთაისის მერიაში ხელფასების გაზრდას ითხოვენ
ქუთაისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა
და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისია 2014 წლის წლის ბიუჯეტში
სხვადასხვა დაწესებულებისა და ღონისძიებებისათვის სახელფასო ფონდის გაზრდას
ითხოვს.
თანხის გაზრდის მოთხოვნა დღეს გამართულ აღნიშნული კომისიის სხდომაზე გაახმოვანეს.
კომისიის თავმჯდომარის ტატო მესხის განმარტებით,
სახელფასო ფონდის გაზრდის დაპირება სხვადასხვა დაწესებულებათა
წარმომადგენლებმა შარშან მიიღეს.
საჯარო ბიბლიოთეკა, ქუთაისის სახელოვნობო და სამუკისო
სკოლების ააიპ გაერთიანება და სპორტული დაწესებულებათა ააიპ გაერთიანება –
ეს იმ სამსახურების და დაწესებულების ჩამონათვალია, რომლებიც 2014 წლის
ბიუჯეტში სახელფასო ფონდის 30 პროცენტიან ზრდას ითხოვენ.
2014 წლის სასტარტო ბიუჯეტის
მიხედვით, სპორტული ღონისძიებების განსახორციელებლად 700 000 ლარია
განსაზღვრული. თუმცა, მომავალ წელს დამატებით 193 000 ლარს ითხოვენ.
სპორტული დაწესებულებათა ააიპ
გაერთიანება 2014 წლის სასტარო ბიუჯეტის მიხედვით 2 მლნ 300 ლარით
ფინანსდება. სახელფასო ფონდისათვის მათ კიდევ 236 000 ლარი სურთ.
2014 წლის სასტარტო ბიუჯეტში აღნიშნული ცვლილების შეტანა მიმდინარე წლის 4 დეკემბრამდე უნდა მოხდეს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა