|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის საკუთრებაში არსებული ავარიული შენობის ბედი ორ კვირაში გადაწყდება

ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე მდებარე ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელის ავარიული შენობის საკითხი ორ კვირაში გადაწყდება. 

აღნიშნულის შესახებ განმარტებას ქუთაისის ვიცე– მერი ნოდარ მიქიაშვილი აკეთებს.
როგორც მიქიაშვილი newpress.ge - სთან საუბარში  განმარტავს, ამორტიზებული ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლში მყოფთა გადაყვანა ალტერნატიულ შენობაში ერთ კვირაში მოხდება. ხოლო ავარიული შენობის ბედი ორ კვირაში გადაწყდება.
"შენობა ავარიულია და საფრთხეს უქმნის სასწავლების შიგნით მყოფებსაც და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებსაც. ამიტომ სასწავლებელში მყოფებს დაუყონებლივ გადავიყვანთ. თვითონ შენობას კი, კიდევ შეამოწმებენ ჩვენი ინჟნრები და თუ  შენობა გადაუდებელ დემონტაჟს საჭიროებს ასეც მოხდება, ხოლო თუ  გამაგრებას ექვემდებარება, მაშინ  შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ," –  ამბობს ქუთაისის ვიცე–მერი ნოდარ მიქიაშვილი.
ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის შენობა ქუთაისის მერიის საკუთრებაშია. შენობა ამორტიზებულია და საფრთხეს შენობის მიღმა მყოფებსა და მოსახლეობას უქმნის.

იხილეთ ვიდეო


ავტორი: ანა ჯანაშია