|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირინე იმერლიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტის სესიაზე შეუწყდება

პარლამენტი ირინე იმერლიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის პროცედურებს იწყებს. 
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე იმერლიშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უკვე იმსჯელეს. ამის შემდეგ საკითხი ბიუროს სხდომას წარედგინება, შემდეგ კი სესიაზე გავა. 
ირინე იმერლიშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. 
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ, სავარაუდოდ, გიორგი კახიანი დაინიშნება.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი