|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულია - ქუთაისში გაიჯარებულ ობიექტებზე გამოძიება დაიწყება

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას განმარტებით, ქალაქში არსებული ობიექტებისა და მიწის ნაკვეთების გაყიდვა მხოლოდ აუქციონის ფორმით მოხდება. ხოლო ამ დრომდე იჯარის ფორმით  (პირდაპირი განკარგვის წესით) გასხვისებული ობიექტების მოკვლევა დაიწყება.

„ჩვენ  მოვიკითხავთ  ყველა იმ ობიექტებს გასხვისების საკითხს, რომლის ირგვლის კითხვის ნიშნები არსებობს. ჩვენ არ  ვართ საგამოძიებო ორგანო, ამიტომაც შესაბამისი ორგანოები მოიკვლევენ ამ საკითხს," - განმარტა შოთა მურღულიამ.

მურღულია ამბობს, რომ ქონების პირდაპირი  განკარგვის წესით განკარგვა  კანონის დარღვევა არ არის. თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ ფორმით გასხვისებული ობიექტები რამდენიმე პირის ინტერსებს ემსახურებოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, აუქციონზე ქუთაისის თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული29 ობიექტი გაიყიდა.  

ავტორი: თეკლა მორგოშია