გუბაზ სანიკიძის სოფელში სტადიონის მოსაწყობად სამინისტრო 15 ათას ლარს ხარჯავს
ქუთაისის მაჟორიტარის, გუბაზ სანიკიძის მშობლიურ სოფელ ბუგეულში, 2014 წელს საფეხბურთო სტადიონი აშენდება.
როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში newpress.ge-ს წერილობით განუმარტეს, სოფელ ბუგეულში მარტივი ტიპის საფეხბურთო სტადიონის აშენების თაობაზე გამგეობამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა. აღნიშნულმა უწყებამ პროექტის დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადა.
newpress.ge-სთვის გამგეობიდან გამოგზავნილ წერილობით პასუხში აღნიშნულია, რომ გუბაზ სანიკიძის მშობლიურ სოფელში სტადიონის მოსაწყობად ბიუჯეტიდან, სავარაუდოდ, 15 000 ლარი დაიხარჯება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ პროექტის დაფინანსების საბოლოო ფორმირება საპროექტო წინადადების დადასტურების შემდეგ მოხდება.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა