|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით 2014 წელს 2013 წელზე მეტ დაფინანსებას მიიღებს

ქუთაისში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით 2014 წელს  იმაზე მეტ დაფინანსებას მიიღებს, ვიდრე 2013 წელს მიიღო –ამის შესახებ განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ დღეს ქუთაისში, მერის მოვალეობის შემსრულებელ  შოთა მურღულიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. „უკვე მიმდინარეობს იმ პროექტების დაგეგმვა, რომლებიც 2014 წელს უნდა განხორციელდეს. უკვე იანვარში მოხდება შესაბამისი დაფინანსების გამოყოფა რომ საშუშაოები ადრე გაზაფხულზე დაიწყოს. მერების ცვლილებას წერტილი უნდა დაესვას. ქუთაისში უფრო მეტი პირობები შეიქმნება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად“, – განაცხადა დავით მარმანიამ.

ცენტრალური ხელისუფლების დახმარებაზე საუბრობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია.  მისი თქმით, პირველ ეტაპზე ქუთაისში განსახორციელებელი პროექტებისთვის თვითმმართველობას სამინისტროსა და დონორი ორგანიზციების დახმარება სჭირდება.

„ერთ წელიწადში შეუძლებელია ქუთაისში პრობლემის გადაჭრა მაგრამ გაკეთდება იმაზე მეტი რაც წინა წლებში გაკეთდა“,– განაცხადა შოთა მურღულიამ.

ავტორი: დეა მანაგაძე